ახალგაზრდა ფეხბურთელები
ძირითად გუნდში გადმოყვანა
ყოველ კვირას შეგიძლიათ გადაიყვანოთ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად გუნდში. ფეხბურთელი უნდა იყოს მინიმუმ 17 წლის და აკადემიაში უნდა თამაშობდეს მინიმუმ 1 სეზონი (112 დღე) იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი ძირითად გუნდში გადაყვანა. როგორც წესი არ შეგიძლიათ გუნდში გყავდეთ ერთდროულად 50 ფეხბურთელზე მეტი. როცა ფეხბურთელი 19 წლის გახდება, ის ვეღარ ითამაშებს მატჩებს ახალგაზრდულ აკადემიაში. ის არ არის იძულებული დატოვოს აკადემია, მაგრამ მას მოედანზე ვერ შეიყვანთ თუ არ გადაიყვანთ ძირითად გუნდში.